თბილისში, ინფექციური დაავადებების კლინიკა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ აშენდება

თბილისში, ინფექციური დაავადებების კლინიკა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ აშენდება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და სავარაუდოდ წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

“ვადასტურებ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში არის მართლაც ურთულესი პირობები. ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო მართლაც რთული მოლაპარაკებების პერიოდი, ბოლო წელიწად ნახევარი ფაქტობრივად უშედეგოდ დაიხარჯა მოლაპარაკებებზე „ავერსთან“, რომ მათ მოეცათ საშუალება, რომ სახელმწიფოს თავის თანხებით აეშენებინა იქვე, იმ ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობა, ამის შემდეგ ჩვენ წლის დასაწყისში შევიძინეთ სამედიცინო აღჭურვილობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია პაციენტების ხარისხიანი მკურნალობა, ეს აღჭურვილობა კლინიკას მიწოდებული აქვს, თუმცა, სამწუხაროდ მეპატრონე არ აძლევს იმის საშუალებას, რომ იქ ელემენტარული მარტივი კოსმეტიკური სამუშაოები შესრულდეს“, -აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრი იმედოვნებს, რომ „ავერსი“ წავა დათმობაზე და ვიდრე ახალი კლინიკა აშენდება, პაციენტებს საშუალება ექნებათ საჭირო მომსახურების მიღება.

„ჩვენ მათ წლების განმავლობაში ვუხდიდით თანხას იჯარის სახით და ახლაც გავაგრძელებთ, თუმცა უნდა მოგვცენ საშუალება, რომ კლინიკაში დაიწყოს ელემენტარული სამუშაოები. ჩვენ ჩვენ მოვალეობას შევასრულებთ და შევქმნით ახალ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, თუმცა ამ პერიოდში თითოეული დღით პაციენტებისათვის დახმარების მიწოდების შეწყვეტა არის მაღალი რისკი”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსნენებთ, რომ ინფექციური დაავადებების კლინიკის ტერიტორია კომპანია „ავერსმა“ 2009 წელს შეიძინა. შესაბამისად, შენობის გარეშე დარჩნენ ექიმები და პაციენტები. კლინიკის ხელმძღვანელობამ „ავერსს“ სასამართლოში უჩივლა და დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ორი დღეა აქცია მიმდინარეობს. 2030 ცდილობს დაუკავშირდეს „ავერსის“ მფლობელს პაატა კურტანიძეს, თუმცა ბიზნესმენი ტელეფონის ზარებს არ პასუხობს.

banner
წინა სტატიაშიგონიოს სანაპიროზე ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი : “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლებელია ცესკოს დისკრედიტაცია გამოიწვიოს