გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

admin
ავტ.: admin თებერვალი 10, 2020 10:24

გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც თბილისის განვითარების ფონდს ეხება, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს.

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ უგულავა დააკავონ.

ბასილაიას განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძისთვის მიცემული აქვთ პოლიტიკური დავალება, რათა გიგი უგულავას თავისუფლება იყოს აღკვეთილი.

”სასამართლოში უვადოდ განწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება და 10 თებერვალს კოლეგია გაბინაშვილის და თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე ისე, რომ არ მოისმენენ გიგი უგულავას ადვოკატის და თავად უგულავას პოზიციას, გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ ე.წ. ფონდის საქმეზე“, – აცხადებს ბასილაია.

ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

admin
ავტ.: admin თებერვალი 10, 2020 10:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics