გიგი უგულავამ ფოთში ადგილობრივი, კოალიციური, მთავრობა წარადგინა

ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა და შემდეგი პარტიების წარმომადგენლები აწერენ -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, „ლელო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „თავისუფალი საქართველო“, ერთიანი საქართველო“.

როგორც კოალიციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ფოთში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა შეიქმნება.

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე, როგორც მერობის კანდიდატი და ფოთის პოტენციური მერი, ვიღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ფოთს კონკრეტული გადაუჭრელი პრობლემები აწუხებს. მაგალითად, თევზის სუნი, რომელიც ნოემბრიდან მარტის ჩათვლით ადამიანებს ნორმალური სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. როდესაც კოალიციური მართვის შემთხვევაში თუნდაც ერთი სამსახური ან მერი გაბედავს და შეეკვრება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ჩადიან, კოალიციის სხვა პარტნიორები ამის უფლებას არ მისცემენ. შესაბამისად, შეიქმნება კრიზისი. კრიზისი არის ის, რაც გამორიცხავს მერისგან ან მისი მოადგილისგან ისეთ ქმედებას, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში კარი სხვა პარტიებისთვის, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის ღიაა.

banner
წინა სტატიაშიასოცირებული ტრიოს ქვეყნების მთავრობის მეთაურებმა ონლაინ-ფორმატის შეხვედრაზე ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიარუსთავში მომხდარ ინციდენტთნ დაკავშირებით მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა