გიგი უგულავა: ქართველი ხალხი არის შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული

ქართველი ხალხი არის შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული – ეს განცხადება, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

გიგი უგულავა საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს და დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. უგულავა ამბობს, რომ დღეს მომხდარს “ქართულ ოცნებას” ქართველი ხალხი არ აპატიებს.

„თავმოყვარეობის შელახვას არავინ არ აპატიებს ამათ და დღეს. ქართველი ხალხი არის შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული და გაბრაზებული. ამას ნახავს ივანიშვილი, თავისი ხეების მატარებელი კაცი, როგორ არის რეალურ ადამიანებთან ურთიერთობა საჭირო, რა სტკივა რეალურად ადამიანებს საქართველოში, ნახავს, იგრძნობს და მოუწევს დათმობა, მოუწევს დათმობა ხელისუფლების და თუ ამას არ იზავს ნებით, აუცილებლად, არ დავიღლებით და ბოლომდე, ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით, დედას ვუტირებთ ამათ“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

პარლამენტის წინ, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას აპროტესტებენ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს.

 

 

banner
წინა სტატიაშიგმირების დედები ამას არ აპატიებენ
შემდეგი სტატიაპარლამენტის ეზოში პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული