გიგი უგულავა: “ქართული ოცნების” მხრიდან ყრუ კედელი იყო აღმართული

„კომპრომისები ჩვენი მხრიდან ყველა პუნქტზე არსებობდა, მაგრამ, არც ერთ შემთხვევაში, პოლიტიკური ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ დათანხმდებოდა არც ერთ წინადადებას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური მეგობრები და თანამებრძოლები ციხეში სხედან”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უგულავას თქმით, მსოფლიოში უპროცედენტოდ ანომალიური მოლაპარაკებები მიიღეს.

„კომპრომისები ჩვენი მხრიდან ყველა პუნქტზე არსებობდა, მაგრამ, არც ერთ შემთხვევაში, პოლიტიკური ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ დათანხმდებოდა არც ერთ წინადადებას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური მეგობრები და თანამებრძოლები ციხეში სხედან. ამიტომ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი მთავარი და უმთავრესია, რათა ნდობა ოდნავ მაინც აღდგეს. ამიტომ, ეს საკითხი ბუნებრივია, იდგა უკომპრომისოდ. როგორი ფორმით მოხდებოდა ამ პრობლემის მოგვარება, ეს უკვე „ქართულ ოცნებაზე“ არის სწორედ დამოკიდებული. იურიდიული მექანიზმები მათ ხელშია. ეს პრობლემა მათ შექმნეს და შესაბამისად, სულ რაღაც ერთი საათია საჭირო იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. სხვა კომპრომისები საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორ უნდა მივსულიყავით რიგგარეშე არჩევნებამდე. ამ საკითხებამდეც კი ვერ მივიდა საუბარი, რადგან ყრუ კედელი იყო აღმართული „ქართულო ოცნების“ მხრიდან. ამ ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში მათი პოზიცია კიდევ უფრო შორდებოდა საერთო შეთანხმებას, ან შესაძლო შეთანხმებას. ჩვენ მივიღეთ მსოფლიოში უპროცედენტოდ ანომალიური მოლაპარაკებები, სადაც საწყისი წერტილი უფრო ახლოს იყო, ვიდრე ბოლო წერტილზე ვიყავით. ამაში თავიდან ბოლომდე დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
18 მარტს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოიზია შორის საერთაშორისო პარტნიორების მედიატორიბით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.

banner
წინა სტატიაშიაბაშაში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: ზოგიერთი ოპოს კეკლუცობა„წამოგვეღო სასამართლო რეფორმა მაინცო“ ან საკითხის არცოდნაა ან დასპონსორებული ეშმაკობა