გიგი უგულავა: პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დასრულდეს ეს არის ქვეყნის სირცხვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2020 14:29

გიგი უგულავა: პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დასრულდეს ეს არის ქვეყნის სირცხვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დასრულდეს. მისივე განცხადებით, ევროპული საქართველო ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების უფლებას არ მისცემს, რადგან პირველი მოსმენა თუ ჩავარდა ეს თემა საბოლოოდ იხურება.

„პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დასრულდეს ეს არის ქვეყნის სირცხვილი. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე კვირის წინ მეც ამ სიაში ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საბოლოო ჩაგდების შესაძლებლობა, პირველი მოსმენა თუ ჩავარდა ეს თემა საბოლოოდ იხურება. შესაბამისად მათ ექნებათ დრო, რომ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება. სხვა შემთხვევაში ჩვენ აღარ მივცემთ შესაძლებლობას და აღარ მივიღებთ მონაწილეობას თუ არ იქნება სრულად შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, რაც ნიშნავს პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გამოშვებას“, – განაცხდა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2020 14:29