გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106- კმ117 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ყველაზე კეთილშობილური ამნისტიაც მოსპეს და ამოთხვარეს
შემდეგი სტატიახათუნა გოგორიშვილი – ბიძინა ივანიშვილის წერილი უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურებაა