გიგი წერეთელი : პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ არსებობდეს მეტი ინფორმაცია და ნაკლები ეჭვები

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2019 11:31

გიგი წერეთელი : პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ არსებობდეს მეტი ინფორმაცია და ნაკლები ეჭვები

პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ არსებობდეს მეტი ინფორმაცია და ნაკლები ეჭვები, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის დაბარების საკითხზე განაცხადა.

„ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრამ ძალიან დიდი ინტერესი გამოწვია. ერთი, იმის გამო, რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო და მეორე, არაერთგვაროვანი განცხადებების გამო, რომელიც ორივე მხრიდან გაკეთდა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის, ეს იქნება მინისტრის საათი თუ კომიტეტის ფორმატი. სწორი იქნება, თუ საგარეო საქმეთა მინისტრი მობრძანდება პარლამენტში.

ეს იქნება პატივისცემა პარლამენტის ინსტიტუტის და ჩვენი კანონმდებლობის. პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესში უნდა იყოს, რომ არსებობდეს მეტი ინფორმაცია და ნაკლები კითხვები და ეჭვები“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2019 11:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,640
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics