გიგი წერეთელი : პაატა ბურჭულაძე იქნება თუ სხვა, პუტინის წინ სიმღერა ცუდია

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი 15 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე პაატა ბურჭულაძის გამოსვლას უარყოფითად აფასებს. როგორც ჟურნალისტებს წერეთელმა განუცხადა, პუტინის წინ სიმღერა ცუდია.

„პაატა ბურჭულაძეს ძალიან კარგად ვიცნობ, მასთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს იქნება პაატა თუ სხვა, ასეთ ვითარებაში, პუტინის წინ სიმღერა ცუდია”, – განაცხადა წერეთელმა.

15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : დღეს აქცია არ გვექნება
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია : შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა