გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები ტატუნაშვილის ოჯახში მისვლას აპირებენ

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები დღეს წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მისასამძიმრებლად ჩავლენ. „ოჯახის ყველა წევრი წავალთ, ბავშვებსაც წავიყვანთ. პატივისცემის, თანაგრძნობის, თანადგომის ნიშნად. რა შეიძლება ამ დროს კიდევ გამოხატოს ადამიანმა“, – აცხადებს ოთხოზორიას მეუღლემ ნინო მატკავა.

ოთხოზორიას ოჯახში კომენტარი გააკეთეს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც. „ამ რეზოლუციისთვის მხარის დაჭერას დიდი იმედით ვუყურებ. იმედი მაქვს, რომ გიგას და არჩილის მკვლელები დაისჯებიან. ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია იქნება შემაკავებელი, რათა მომავალში მაინც არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა. უბრალოდ აქამდე რატომ არ დაუჭირეს მხარი არ მესმის, ვის უშლიდა ეს რეზოლუცია ხელს?“, – განაცხდა ოთხოზორიას ჯულიეტა ჭანტურიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მთავრობის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაგერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს