გიგა ბოკერია: ვალდებულები ვართ ყველაფერი ვცადოთ

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

„8 თვეში ჩვენ ყველანი ერთად გადავირჩევთ ივანიშვილის რეჟიმს, ეს აუცილებლად მოხდება და შემდეგი მთავრობა – ჩვენ, ამ ანტიკრიზისულ გეგმას აუცილებლად გავახორციელებთ, რათა ჩვენი ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს“ – აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ახლოვდება, მაინც მნიშვნელოვანია ცვლილებები მოხდეს ამ 8 თვის განმავლობაშიც.

„ამ 8 თვის განმავლობაშიც მნიშვნელოვანია პენსიონერებს პენსია 50 ლარით გაეზარდოთ (შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და ამის ფონზე გაიზარდოს პენსია), ლარი კიდევ უფრო არ გაუფასურდეს, ბიზნესს და ჩვეულებრივ ადამიანებს შეუმსუბუქდეთ ტვირთი მოგების გადასახადის გაუქმებით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერის პირობებშიც კი ოპტიმიზმის დიდი საფუძველი არ გვაქვს, მაინც ვალდებულები ვართ ყველაფერი ვცადოთ”- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისამთო კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა
შემდეგი სტატიაახალი პოლიტიკური ცენტრი – ,,გირჩი” ეკონომიკური პროგრამას აქვეყნებს