გიგა ბოკერია: თუ ამას მოჰყვება გიორგი რურუას გათავისუფლება, შეიძლება ჩავთვალოთ რომ კრიზისის განსამუხტად ერთი ნაბიჯი გადაიდგა

“ყველა ნორმალური ადამიანისთვის სასიხარულოა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება. მათ არ ეკუთვნით არც გირაო, არც სამსახურიდან გათავისუფლება და არც ამ სამარცხვინო გამოძიების გაგრძელება, მაგრამ მათი საპატიმროდან გათავისუფლება მაინც ძალიან კარგი ამბავია.
ეს არ ყოფილა პირველი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, და განსაკუთრებით კონკრეტულად ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, მაგრამ ცუდი ტრადიციის გათვალისწინებითაც, კარტოგრაფების საქმე გამორჩეულად სამარცხვინოა.
უსამართლობის ბევრი მსხვერპლი გვინახავს, ბევრმა ადამიანმა მოგვცა უსამართლობის ღირსეულად მიღების მაგალითი, ეს ორი ადამიანი ამაშიც გამორჩეულები აღმოჩნდნენ.
ასევე, სასიხარულოა რომ ეს სამარცხვინო გირაო სწრაფად შეგროვდა, რაც ტესტად შეიძლება გამოგვადგეს, თუ როგორია სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება ამ სამარცხვინო პოლიტიკური დევნის მიმართ.
როდესაც ამას მოჰყვება კიდევ ერთი პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლება, შეიძლება ჩავთვალოთ რომ კრიზისის განსამუხტად ერთი ნაბიჯი გადაიდგა”,-წერს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: კომედიანტები მართავენ სახელმწიფოს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა