გიგა ბოკერია – პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიებას არ იწყებს, ეჭვებს ბადებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიებას არ იწყებს, ეჭვებს ბადებს.

„ასე იქცევიან ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, „ასავალ-დასავალი“ და მისი პროპაგანდისტური ორგანოები, როცა ტალახს ისვრიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია მაღალი რანგის სასულიერო პირზე, რომელიც ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობაში იყო. პროკურატურამ მის დაკითხვაზე უარი თქვა. ეს არის ეჭვების გამაღრმავებელი ამბავი. ასეთი ბრალდებები ტყუილია თუ მართალი, თავს ამაზე არ ვდებთ, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რაც ეხება გამოძალვას, ზეწოლას. როცა პროკურატურა აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მეუფე იაკობმა მოინანიაო და ამიტომ არ ვკითხავთო, ეს ეჭვებს აღრმავებს და პარლამენტის ვალდებულებაა, ეს საკითხი განიხილოს. ეს ყველაფერი რწმენას შობს, რომ როგორც მინიმუმ, ბრალდებების ნაწილი სამართლიანია და შემაშფოთებელია”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ხვალიდან იწყებს
შემდეგი სტატიაპრემიერის ბრძანებით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია თანამდებობიდან გათავისუფლდა