გიგა ბოკერია – ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

ნიკა მელიასთან მიმართებით უამრავი კანონი დაირღვა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური სამარცხვინოდ შეკერილი საქმე, როგორც ყველა სხვა საქმე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის და მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხდება.

„ამოცანა არის, ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერზე, წნეხი, მისი განეიტრალება, ან ზოგადად, ყველას დაშინება. თავიდან ბოლომდე, ეს არის პოლიტიკური დაკვეთით გაკეთებული საქმე. რაც შეეხება გირაოს ასპექტს, სრული სისულელეა. მელია არსად გაქცევას არ აპირებს, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ეს მთლიანად მოგონილი ამბავია, თავი რომ დავანებოთ რამდენი პროცედურა დაირღვა ამ პირობებში. ასე რომ, ამ კონტექსტში საუბარი, თითქოს მელიამ რამე დაარღვია, არასერიოზულია. არ ეკუთვნის გირაოს გადახდა. ეს არის პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: უბარიერო პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად ერთჯერადად პარლამენტში შესვლა შეცდომა იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის