გიგა ბოკერია-მიხეილ სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის

სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის, ჩვენ ვართ „ევროპული საქართველო“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ბრძოლის წინა ხაზზე რჩება. „მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა“.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი პოლიტიკური პარტია და მისი გადასაწყვეტია, რას იზამს.

„სხვა ოპოზიციური პარტიები რას იზამენ, ვინ იქნება მათ წინა ხაზზე ან შუა ხაზზე, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკალათბურთის ეროვნული ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცკსა-ში გადასვლას განცხადებით გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის ოჯახი სასამართლო ექსპერტიზის პასუხს ხვალ, 10 ივლისს ელოდება