კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცკსა-ში გადასვლას განცხადებით გამოეხმაურა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საქართველოს ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცკსა-ში გადასვლას განცხადებით გამოეხმაურა.

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!“ – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი-ჩემთვის მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცეესკაში გადასვლასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია-მიხეილ სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის