გიგა ბოკერია: ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობაა

ეს არის საზოგადოების რეაქცია იმ შეურაცხყოფაზე, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს მიაყენა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ოპოზიციის ერთობლივ გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის თაობაზე.

ბოკერიას განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობაა, რათა პოლიტიკურ და მორალურ იზოლაციაში აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილი.

„ეს არის საზოგადოების რეაქცია იმ შეურაცხყოფაზე, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს მიაყენა. საზოგადოების ნაწილს მიაყენეს შეურაცხყოფა და წაართვეს უფლება, განსაზღვროს ვინ იქნება ქვეყანის მთავრობაში. ჩვენ ბევრი ძალიან ცუდი არჩევნები გვინახავს. ერთ-ერთი კრიტიკული ზღვარი არის ამ ტიპის ერთიანობა ძალიან განსხვავებულ ოპოზიციაში.

ამ შეურაცხმყოფელმა ძალადობრივმა ნაბიჯებმა ფუნდამენტურად შეცვალა, ვინ შეიძლება ყოფილიყო მოგებული და წაგებული. ამ თვალისაზრისით, ივანიშვილის რეჟიმმა გადალახა ყველა ზღვარი. სწორედ ამიტომ, „ევროპულ საქართველოს“, რომელიც ძალიან ფრთხილია ასეთ ნაწილში, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია ოპოზიციის ეს უპრეცედენტო ერთობა, რომ პოლიტიკურ და მორალურ იზოლაციაში ვამყოფოთ ივანიშვილი, ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი პოლიტიური კლოუნების სამარცხვინო გარემოცვა. მზად უნდა ვიყოთ და ჩვენ გვაქვს ამის ნებისყოფა, რომ ეს ბრძოლა მშვიდობიანი პროტესტით გაგრძელდეს უფრო დიდხანს, ვიდრე შესაძლოა, გვსურდეს, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისათვის ზიანი იქნება კიდევ უფრო დიდი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი აგონიაშია, რამდენიმე წუთში პროკურატურამ უკან დაიხია – ბოკუჩავა
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა და ხალხს მოჰპარა ყველაზე ძვირფასი დემოკრატიული უფლება