გიგა ბოკერია: ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია
გიგა ბოკერიას განცხადებით ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რაც ისედაც კარგად იცის მთელმა ქვეყანამ, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში. კვირიკაშვილის გადადგომა თავმჯდომარის პოსტიდან და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამე – ივანიშვილით დაწყებული კვირიკაშვილით დამთავრებული და მთელი ამ გუნდით დასრულებული, მათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლისთვის. მეტი არაფერი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და თავისი მმართველობით,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ბორგავს
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: ეს არის გაჭირვების დადასტურება