გიგა ბოკერია : ავლაბრის სასახლე იყო არა სააკაშვილის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 13:31

გიგა ბოკერია : ავლაბრის სასახლე იყო არა სააკაშვილის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

ეს იყო არა სააკაშვილის სასახლე, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლისთვის ფუნქციის შეცვლის შეფასებისას განაცხადა.

ბოკერიას თქმით, სამარცხვინო და სასაცილო იყო „ერთგვარი ლაშქრობა იმ სიმბოლოებზე, რომელსაც მმართველი გუნდი წინა ხელისუფლებას უკავშირდებოდა.

“სამარცხვინო და ერთდროულად სასაცილო იყო ეს რაღაც ჯვაროსნული ლაშქრობა იმ სიმბოლოების მიმართ რომელიც დაკავშირებული იყო მათი აზრით წინა ხელისუფლებასთან. რეალურად ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების სიმბოლო. არა სააკაშვილის სასახლე, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე. ის, რომ ახლა ამ თავის აბსოლუტურად სულელურ და სამარცხვინო საკითხშიც ორმაგი სტანდარტი აქვთ და აქაც არ არიან თანმიმდევრულები, კიდევ ერთი ნიშანია ივანიშვილის გუნდის არაგულწრფელობის და ფარისევლობის”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 13:31

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


8,148
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics