გიგა ბოკერია: ასეთ ვითარებაში, რეჟიმისთვის, რომელმაც თითქმის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, მსგავსი სახის მოწოდება მხოლოდ სისუსტედ იქნება აღქმული

„ამ ორ პოლიტიკურ ძალას გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმზე დამატებითი ზეწოლისა, თუმცა როგორც ჩანს ისინი ამას არ განიხილავენ.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გიორგი ვაშაძისა და ლელოს ინიციატივას.

„სამწუხაროდ გიორგი ვაშაძის პარტიისა და „ლელოს“ ინიცატივა ამ მომენტსა და კონტექსტში შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ამ პოლიტიკურ ძალას გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმზე დამატებითი ზეწოლისა, პარლამენტის დატოვების სახით, მას შემდეგ რაც ამ რეჟიმმა სულ ცოტახნის წინ მიღებული წინა შეთანხმება დაარღვია, მაგრამ ამის გამოყენებას არ აპირებენ და როგორც ჩანს პერსპექტივაშიც არ განიხილავენ. ასეთ ვითარებაში, რეჟიმისთვის, რომელმაც თითქმის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, მსგავსი სახის მოწოდება მხოლოდ სისუსტედ იქნება აღქმული. „ – გიგა ბოკერია

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ადვოკატი: შესამჩნევად დასუსტებულია
შემდეგი სტატიაგიორგი ღიბრაძე „მწვანე პასპორტებზე“: უახლოეს მომავალში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენი სტატუსი მუდმივად თან ვატაროთ სმარტფონების მეშვეობით