სააკაშვილის ადვოკატი: შესამჩნევად დასუსტებულია

იხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მესამე პრეზიდენტს შაქარი დაუვარდა და მთელი ღამე ცუდად იყო. ამის შესახებ “პირველებს” რუსთავის ციხიდან სანდო წყარო უყვება.

მოშიმშილე პრეზიდენტის გაურესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ მისი ადვოკატებიც, რომლებმაც ის ცოტა ხნის წინ მოინახულეს.

მიხეილ სააკაშვილის არის შესამჩნევად დასუსტებული და ერთი შეხედვითაც, მე როგორც არასამედიცინო სფეროს სპეციალისტს, შესამჩნევია ჩემთვის, რომ მას უკვე აღარ აქვს ენერგია, უჭირს მეტნაკლებად კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონსილიუმის წევრების მიერ პრეზიდენტის მონახულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ფონზე. ის ამ ეტაპისთვის, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღარ იღებს არცერთ იმ ნივთიერებას, რომელიც უზრუნველყოფდა მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ბოლო დღეების განმავლობაში, რისი შედეგეიც უკვე სახეზეა და პრეზაიდენტს ეტყობა ოდნავი შეშუპებაც, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

banner
წინა სტატიაშივაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ასეთ ვითარებაში, რეჟიმისთვის, რომელმაც თითქმის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, მსგავსი სახის მოწოდება მხოლოდ სისუსტედ იქნება აღქმული