გიგა ბოკერია: 130 პროპორციული სიით, 20 – მაჟორიტარულით მარტივია, ხო?

მთელი ოპოზიცია დაინტერესებულია ვითარების ნორმალიზაციით, ოღონდ ამას სჭირდება ორი ურთიერთდაკავშირებული ნაბიჯის გადადგმა. ერთია იმ პირობის შესრულება, რომელიც დაიდო ხალხის წინაშე დაღვრილი სისხლისა და გავრილოვის ღამის შემდეგ – არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მეორე ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება ციხიდან და რეპრესიების შეწყვეტა. ორი მნიშვნელოვანი, მაგრამ გადასაჭრელად მარტივი საკითხია, თუ ივანიშვილის ნება არსებობს და თუ გონს მოვიდა ან მოდის. ოღონდ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ვერცერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენ ვერ დავინახეთ. ამაშია საქმე. მე მესმის, რომ მორალურად გატეხილები არიან და ეს აგონია ამის ნიშანია, თან უნდათ, რომ იქნებ ნაწილი მაინც მოატყუონ საზოგადოების აქ და ჩვენი პარტნიორები გარეთ, რომ რაღაც კომპრომისს ეძებენ. თან უტიფრად ლაპარაკობენ, აქეთ თითს იშვერენ, რომ აი, თუ ჩაშლით…

გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა. რახან თვითონ შემოგვთავაზეს, რომ პარტიულ სიასა და მაჟორიტარებს შორის პროპორციის ცვლილება არის ამის გადაჭრის გზა, ვუთხარით ჩვენ, როგორც უნდა გადაწყდეს ეს. 130 პროპორციული სიით, 20 – მაჟორიტარულით. მარტივია, ხო? კიდევ ერთხელ იმ უტიფარ სისულელეს თუ გაიმეორებენ, რომ მაჟორიტარები ამბოხებულები არიანო, ეგრე ახლა ყველანაირი სისულელის თქმა შეიძლება. გადადგან ეს ნაბიჯები, მდგომარეობა განიმუხტება და მერე დაელოდონ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას არჩევნებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მათი მარცხი ”-აცხადებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშისაკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან
შემდეგი სტატიაავტოავარია ფოთში მსხვერპლით დასრულდა