საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან

ყველა საკითხი, ყველა ის წუხილი, რაც იყო გამოთქმული მოლაპარაკების პროცესში, დღეს მაგიდაზე დადებული შეთავაზებით არის მოგვარებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას თუ შეთანხმების სურვილი აქვს, ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა მმართველი მისაღები გუნდისთვის 130/20-ზე მოდელი, თალაკვაძე ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია ხალხის ხარჯზე და ხალხის ხმებით რაიმე ტიპის ასეთ ვაჭრობებში შესვლა.

„ჩვენთვის მიუღებელია ხალხის ხარჯზე და ხალხის ხმებით რაიმე ტიპის ასეთ ვაჭრობებში შესვლა, რომელიც ხუთით მეტ, თუ ხუთით ნაკლებ ადგილს უკავშირდება. ყველა საკითხი, ყველა ის წუხილი, რაც იყო გამოთქმული მოლაპარაკების პროცესში დღეს მაგიდაზე დადებული შეთავაზებით არის მოგვარებული. თუ შეთანხმება სურს ოპოზიციას, ამისთვის ყველა პირობა შექმნილია, ნაბიჯები ყველა მხრიდან გადადგმულია და მადლობას ვუხდი, ვინც იყო კონსტრუქციული ამ პროცესში, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. თუ შეთანხმება სურს ოპოზიციას, ჩვენი მხრიდან დღეს ყველა პირობა არის შექმნილი, ყველა სამართლიანი, პრაგმატული და მოთხოვნილი პირობები არის აბსოლუტურად დაკმაყოფილებული და ეს იცის ოპოზიციამ.

დაველოდებით, თუ რა იქნება შემდეგი დიალოგისთვის შეთანხმების საგანი, ჯერ კიდევ რამდენიმე დღე რჩება იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შევძლოთ ჩვენ, როგორც მთლიანმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთავაზების დეტალებზე საუბრისგან დღეს თავი შეიკავა.

“სამი თვეა, ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ რამდენიმე დღეში შედეგს მიაღწევენ.

„პარასკევს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პოლიტიკურ მხარეებთან. უკვე სამი თვეა, ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ამ შეთანხმების მიღწევას კიდევ ერთი პატარა ნაწილი აკლია. შექმნილი ვითარება დაახლოებით ჰგავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ჯგუფი ძალიან მაღალ მთაზე ადის და ძალიან სამწუხარო იქნება, რომ როდესაც რამდენიმე მეტრიღაა დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვერ მოახერხოს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში მივაღწევთ შედეგს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: 130 პროპორციული სიით, 20 – მაჟორიტარულით მარტივია, ხო?