გია ვოლსკიმ მარიამ საჯაიას უზრდელი უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ მარიამ საჯაიას უზრდელი უწოდა. შესაბამისი ეპითეტით ვოლსკიმ საჯაია რიგგარეშე სხდომაზე მას შემდეგ მოიხსენია, რაც შენიშნა, რომ მისი სიტყვით გამოსვლისას ოპონენტი კოლეგა სხვა დეპუტატებთან საუბრობდა. “მგონია, რომ დეპუტატმა საჯაიამ გადააჭარბა ყველაფერს. ცოტა უზრდელურია, ჩემი შვილის ტოლა ბრძანდებით. რა საკვირველია, პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს განცდა იმის, რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობს, არის ელემენტარულად უზრუნელი. ეს არის ძალიან ცუდი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისტიქია განმეორდება და უფრო დიდი მასშტაბის იქნება – თამაზ ელიზბარაშვილი
შემდეგი სტატია,,გისურვებთ, არასოდეს მოგიწიოთ თანამდებობის დატოვება ისეთი გულწრფელი აღიარებით, რომლითაც ღარიბაშვილი დაგვემშვიდობა”