გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილზე – არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება

არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიმართვას პრეზიდენტისადმი, რომ მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს.

“ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ამ საკითხზე. ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მე ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები იმსახურებენ შეწყალებას, თუმცა არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება. მე ასეთი აზრი მაქვს ამაზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, არის თუ არა მერაბიშვილის დანაშაული ისეთი, რომელიც შეწყალებას არ ექვემდებარება, დეპუტატმა უპასუხა, რომ “სწორედ ვანო მერაბიშვილის თემაზე ამახვილებს ყურადღებას გრიგოლ ვაშაძე.

“ვაშაძე საზოგადოებას პირდება, რომ თუკი გაიმარჯვებს, რაც პრაქტიკულად, გამორიცხულია, შეიწყალებს ერთს, მეორეს, მესამეს, ჩამოიყვანს სააკაშვილს და გააკეთებს იმას, რაც მას კონსტიტუციის უფლებებით არ აქვს განსაზღვრული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში,,არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი კამპანიის, რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ნარკოტიკები”
შემდეგი სტატიამერამდენედ უნდა გაუწოდონ დახმარების ხელი ივანიშვილს და ზურაბიშვილს?- გიგა ბოკერია მელიას ბრალდებებს პასუხობს