გია ვოლსკი – სააკაშვილის თუ მისი მეუღლის მხრიდან არის დაუმალავი ინსტრუქცია, ეს არის მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორი

region
ავტ.: region სექტემბერი 4, 2019 12:38

გია ვოლსკი – სააკაშვილის თუ მისი მეუღლის მხრიდან არის დაუმალავი ინსტრუქცია, ეს არის მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორი

სააკაშვილის თუ მისი მეუღლის მხრიდან არის დაუმალავი ინსტრუქცია, ეს არის მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საკომიტეტო მოსმენებზე არ დასწრების საკითხს შეეხება.

გია ვოლსკის თქმით, რეალურად ოპოზიციის ქმედება ბოიკოტს არ ჰგავს, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წევრი საკომიტეტო მოსმენას ესწრება.

„ბოიკოტს არ ჰგავს, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წევრი შემოვიდა, ხელი მოაწერეს, აღნიშნეს, რომ მონაწილეობენ. მთლიანობაში, დამოკიდებულება საგარეო საკითხების მიმართ არის იმდენად უნიათო, რომ მე ვფიქრობ, შეკითხვაც არ დარჩათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საგარეო სფეროში. ეს არის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი და ამის გარდა, არის კიდევ დაუმალავი ინსტრუქცია, იქნება ეს სააკაშვილის მხრიდან, თუ მისი მეუღლის მხრიდან გაჟღერებული, ეს არის მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორი, ამ საკითხებთან მიმართებაში რა საკვირველია, არაფერი აქვს საერთო იმ განხილვებს, რაც დღეს მიმდინარეობს საგარეო კურსთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ შეეზღუდათ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლა და საშვების აღება, გია ვოლსკი პასუხობს, რომ გადაწყვეტილება აქციის მონაწილეთა ქმედების შესაბამისია.

„პარლამენტის თავმჯდომარე აკონტროლებს არსებული რეგლამენტით ამ ვითარებას. გუშინ, ძალიან სავალალო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს საშვების სისტემა, რათა ჩაშალოს და დესტრუქცია მოაწყოს, ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს. ეს არ არის პარლამენტისთვის შესაფერისი ფორმატი. არასდროს, არცერთი განხილვის დროს, არ ჰქონიათ შეზღუდვა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შენობაში შემოსასვლელად. ოპოზიციური შეძახილიც ხშირად გაისმოდა პარლამენტში, მაგრამ ის რაც გუშინ მოხდა, ადამიანებს ხელიდან წაართვეს კეტი, რომელსაც თავში ურტყავდნენ თავის თანამოქალაქეებს, დღეს სასტვენი გაუხდათ ალტერნატიულ იარაღად. ეს დაუშვებელია, არ შეიძლება და ვფიქრობ, გადაწყვეტილება ადეკვატურია.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში უსმენენ. საკომიტეტო მოსმენებს არ ესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

region
ავტ.: region სექტემბერი 4, 2019 12:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics