გია ვოლსკი – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას კამპანიაში.

„პარტიის ლიდერი საარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება. ვყალიბდებით ფორმებსა და მეთოდებზე, ვინ როგორ ჩაერთვება, ლიდერები სად ივლიან, რომელ რეგიონებში. სამუშაო რეჟიმია და ამ პროცესში ყველა ჩავერთვებით, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გავიდეს ოპოზიცია ამ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში
შემდეგი სტატიააბიტურიენტებმა, რომლებსაც რელიგიური მრწამსის გამო გამოცდა არ გადაუდეს, NAEC-ს უჩივლეს