გია ვოლსკი – პოდოლიაკის განცხადება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უტიფრობა

ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ, მათ შვილებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ და მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უტიფრობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან, პრაქტიკულად, ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება“.

„პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი. თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორებიც არის, მათ შორის, ტრიბუნალისთვის მიმართვა, რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან, პრაქტიკულად, ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება. ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ამ მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ, მათ შვილებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ და მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. ამის შემდეგ, თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უტიფრობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს გამოეხმაურა. „გოლოვანოვთან“ ინტერვიუში პოდოლიაკმა განაცხადა: „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს“.

banner
წინა სტატიაშიოლექსეი დანილოვი: ომში შემდეგი ორი-სამი თვე გადამწყვეტი იქნება
შემდეგი სტატია“FREE ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა FREE რა არის ვერ გავიგე?!” – მეუფე სტეფანე სააკაშვილზე