“FREE ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა FREE რა არის ვერ გავიგე?!” – მეუფე სტეფანე სააკაშვილზე

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, სტეფანე კალაიჯიშვილი ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან მრევლს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების დაუშვებლობასთან დაკავშირებით უქადაგებს.

სიტყვა FREE, რომელიც ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც თავისუფლება, აღმოჩნდა, რომ მეუფე სტეფანესთვის მხოლოდ გემრიელ კარტოფილთან ასოცირდება და მისთვის გაუგებარია, რატომ იყენებენ ამ სიტყვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშრებით, რაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მომხრეებმა სლოგანში გამოიყენეს.

“კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა გამათავისუფლოთ იმიტომ, რომ მე ვერ ვეგუები ციხეს, რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ?! რატომ არის მთელი მსოფლიო ამაზე დარაზმული (მთელი მსოფლიო თავისი აზრით), იმისთვის, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც მისჯილი აქვს ის, რაც აქვს მისჯილი, რომ გინდა თუ არა, უნდა გაათავისუფლო და ამაშია ის პოლარიზაციის პრობლემა. პოლარიზაცია იქიდან მოდის, რომ შენ ებრძვი შენს ქვეყანას, ეგერ უკვე პირდაპირ ტანკებით შემოსვლით ემუქრები და ხელისუფლების შეცვლას მიქადაგებ და მეუბნები, რომ ჩვენ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირივართ FREE?! FREE ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა FREE რა არის ვერ გავიგე?!”, – განაცხადა სტეფანე კალაიჯიშვილმა.

 

https://youtu.be/31KMQLn-06Y

 

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – პოდოლიაკის განცხადება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უტიფრობა
შემდეგი სტატია“ჩვენი ქვეყანა ჰაერში აიყვანა ისეთი ლამაზი გახადა… მანამდე ხელისუფლებას დიდი დამსახურება აქვს” – მეუფე სტეფანე სააკაშვილსა და შევარდნაძეზე