გია ვოლსკი : მედვედევი ამბობს იმას, რაც რუსეთის ფედერაციას ხელს აძლევს

მედვედევი ამბობს იმას, რაც რუსეთის ფედერაციას ხელს აძლევს, მისი ეს პოზიცია გამომდინარეობს რუსეთის პოზიციიდან, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, თითქოს, 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო.

გია ვოლსკი ვერ ხედავს იმის წინაპირობას, რომ რუსეთთან კონფლიქტური საკითხების მოგვარება მოხდეს, ამიტომ დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება შესაძლებელია, არ ეთანხმება.

„ჩვენ ძალიან შეზღუდულ ფორმატში გვაქვს მოლაპარაკებები რუსეთთან. ვფიქრობ, გარკვეული ბაზა უნდა შეიქმნას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული. რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი, ასე რომ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, როდის მოხდება ამ საკითხის პოლიტიკური მოგვარება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიენის მოჩლექვით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, ვინც ცდილობდა რუსეთის დამშვიდებას
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა : ჩვენი მთავარი ამოცანაა აგრესიას ვუპასუხოთ მშვიდობით, შიდა სტაბილურობითა და ქვეყნის განვითარებით