ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მანანა კობახიძეს რაიმე პროტესტი არ გამოუხატავს და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, კობახიძე პიროვნულად იმ დონის არ არის, რომ მას თანამდებობაზე გართულება ჰქონდეს.
„მანანა კობახიძე სწორედ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის პოზიციიდან საუბრობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ის ადამიანის უფლებათა დამცველი ყოველთვის იყო და ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია, ამ თემას ემსახუროს. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეობას და პოზიციის დაკავებას, რაღაც პირადი მომენტები არის, რაზეც შეიძლება მას თავისი აზრი ჰქონდეს და რის გამოც, კომიტეტის თავმჯდომარეობა არ უნდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
არსებული ინფორმაციით, მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება არ სურს.