დავით რაქვიაშვილი: სავალდებულო გაწვევის აღდგენის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ

უშიშროების საბჭოს მდივანის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევა აღდგენის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე 15 სექტემბერს იმსჯელეს.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით მე ლევან იზორიას შევხვდი, ხოლო დღეს მინისტრის ხედვა გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ისეთი საკითხები, როგორიც არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია-მოდენიზაცია, მათ შორის გაწვევის საკითხი, უშუალო კავშირშია ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობასთან, შესაბამისად ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შემდეგი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“უკრაინის შიდა პოლიტიკაზე ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”- კანდელაკი სააკაშვილის გადადგომაზე
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: კობახიძე პიროვნულად იმ დონის არ არის, რომ მას თანამდებობაზე გართულება ჰქონდეს