გია ვოლსკი : ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უფრო უნდა დავუკვირდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ჭიჭინაძემ ის „მაუგლის“ პერსონაჟ “აკილას” შეადარა და თქვა, რომ ეტყობა მას აღარ შეუძლია იმის გამორკვევა რა არის კორექტული და რა არა. ვიცე სპიკერი ამბბს, რომ ეს შედარება არ სწყენია, თუმცა მისი აზრით, ღია ეთერით თანაგუნდელებზე საუბარი სწორი არ არის.
„არაფერი საწყენი ამაში არ არის, უბრალოდ ერთ დერეფანში დავდივართ ერთად ვართ ვხედავთ ერთმანეთს და მე ვფიქრობ, რომ ღია ეთერით ერთმანეთთან საუბარი არ უნდა იყოს. არც ჩემსა და დავითს შორის და არც სხვებს შორის, ეს არის მთელი ამოცანა და იდეა, იმ შეხვედრის, რაც უნდა შედგეს უახლოეს პერიოდში. მე ვფიქრობ, ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უნდა დავუკვირდეთ და მეტი სითბო უნდა გამოვხატოთ“- ამბობს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაში“ვინმე თუ აკილას შემადარებს არ მეწყინება” – გედევან ფოფხაძე
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა საკუთარი ორგანოს არჩევნების თარიღი დაამტკიცა