გია ვილსკი : ევროპული თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი დაფასება ძალიან კარგია, ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ეკონომიკური პრობლემები სწრაფად მოიხსნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანაა, ეს ნიშნავს, რომ პერსპექტივა უკეთესია, თუმცა ამით საფრთხეები არ იხსნება.

ვოლსკის თქმით, საფრთხეები არსებობს იქედან გამომდინარე, რომ სამეზობლოში არ არის არც ერთი ქვეყანა, სადაც ეპიდემიოლოგიური კუთხით, მძიმე მდგომარეობა არ იყოს.

„ჩვენ ამას განვიცდით მორალურადაც. ეკონომიკაზე ვიდრე სიღრმისეულად ვიფიქრებთ, პირველ რიგში უნდა გვქონდეს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ამოცანა. ევროპული თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი დაფასება ძალიან კარგია. ეს ბევრ რამეზე მიუთითებს, ბევრ პოზიტივზე მიუთითებს და იმაზეც მიუთითებს, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე და ეკონომიკური პრობლემები სწრაფად მოიხსნება, მაგრამ პანდემიისა და ვირუსის გავრცელების შეფასება ასე ადვილი არ არის. ეს არ წყდება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვირუსი არ ექვემდებარება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ დღეს ან ხვალ გამოქვეყნდება იმ ქვეყნების სიას, რომლებთანაც ევროკავშირი პირველი ივლისიდან საზღვრებს გახსნის.

როგორც გონზალესი ამბობს, ევროკავშირში 15 ქვეყნისგან შემდგარ სიაზე მუშაობენ, რომლებისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება.

აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის საქართველო.

banner
წინა სტატიაშისაზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ
შემდეგი სტატიავერაზე, ნიკოლაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს