გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის და მასთან ერთად დაკავებულებისთვის პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. თუმცა ადვოკატი იმედოვნებს, რომ გია თვალავაძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძება გამოყენებული საერთოდ არ იქნება, რადგან დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობს. გამოძიება მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე სააფთიაქო ნარკომანიასა და ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვას ეხება. თვალავაძისა და 6 დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს ცალ-ცალე შედგება.

banner
წინა სტატიაშიმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილისგან ჟურნალისტები და მესამე სექტორი განმარტებებს ელოდებიან
შემდეგი სტატია“პალიტრა მედიას” საქმე – მესამე სექტორი საგამოძიებო უწყებას გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს