გია ხუხაშვილი: ნებისმიერ დროს შეიძლება ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტი, ადასტურებს ფაქტს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ესკალაცია ღრმავდება და ორივე მხარე საკუთარ ფრონტის ხაზზე ძალების დემონსტრირებას ახდენს. ამის შესახებ განცხადებას გია ხუხაშვილი აკეტებს.

,, გლობალური კონტექსტიდან გამომდინარეობს ეს პროცესები. მოგეხსენებათ, რომ ესკალაცია რუსეთი აშშ-ს შორის ძალიან დრამატულად ვითარდება. რისკები იზრდება და ორივე მხარე ფრონტის წინა ხაზზე თავისი ძალების ინვენტარიზაციას ახდენს. თავის აქტივებს ჩამოუარეს და აქ არის გარკვეული გზავნილები და კონტრგზავნილები. სად გადის ეს ფრონტის ხაზი? აშშ ფრონტის წინა ხაზზე ის თავის აქტივად თვლის უკრაინას, ბალტიისპირეთს, საქართველოს, პოლონეთს და ასე ატარებს თავის წინა ხაზს. რუსეთი, თავის მხრივ, რუხი ზონით პასუხობს. ეს არის აფხაზეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დნეპრისპირეთი, დონბასი და ა.შ. ახლა მიდის ეს მანევრები და ყველა სვლაზე ცდილობს, რომ კონტრსვლა გააკეთოს. ერთ-ერთი არის პენსის ვიზიტი საქართველოში და მისი განცხადებები. პასუხი პუტინის არის აფხაზეთში ვიზიტი, ანუ მისი კონტრარგუმენტი არის ეს”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ პროცესები კონტროლიდან ნებისმიერ დროს შესაძლებელია გამოვიდეს და იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობამ მაიკ პენსისთან პრაქტიკული უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა.

,,რისკები ძალიან იზრდება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება გარდა იმისა, რომ სადღეგრძელოებს ვისმენდით და კეთილ სიტყვას, რაზეც მადლობის მედი არაფერი გვეთქმის, პრაქტიკული უსაფრთხოების საკითხებზეც იყო საუბარი. რაც მთავარია, დრო არ ითმენს. ჩვენ უსაფრთხოება გვჭირდება დღეს და არა ხვალ, ნებისმიერს მომენტში შეიძლება რაღაც მოხდეს. ეს ნაბიჯები ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და ჩვენ გვჭირდება დაცვა. ჩვენ მზად იმისთვის, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ ვერასდროს ვიქნებით, ამისთვის გვჭირდება დასავლურ უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაცია და ეს უნდა მოხდეს დღეს და ხვალ”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საქართველო, გლობალური დაპირისპირების პროცესში, შესაძლებელია ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდეს.

,,ნებისმიერ დროს შეიძლება ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს. ესკალაცია გრძელდება, ფსონები იზრდება. გასაგებია, რომ არც ამერიკის და არც რუსეთის მხარე ერთმანეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში არ შევლენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე არის ატომური ქვეყანა და ბუნებრივია პირდაპირი კონფრონტაცია ორივეს დაანგრევს. პერიფერიული ომი იქნება და სამწუხაროდ ამ პერიფერიული ომის წინა ხაზზე ჩვენდა უნებურად ჩვენ აღმოვჩნდეთ”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

წყარო: ,,პრაიმტაიმი”

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს