გია ხარჩილავა გახარიას პარტიას: თქვენ ახლა დგახართ სერიოზული არჩევანის წინაშე, ან ჭაობი, ან წალენჯიხის ნათელი მომავალი

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად წალენჯიხის საკრებულო 10 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბება. „ქართულ ოცნებას“ არც ამ მუნიციპალიტეტში ჰყავს უმრავლესობა, შესაბამისად  ოპოზიციის დახმარების გარეშე საკუთარ კანდიდატურას ვერ გაიყვანენ.  ოპოზიციას კი იმ შემთხვევაში შეუძლია ოპოზიციონერის არჩევა, თუ ერთად იქნებიან.  იმისათვის რომ წალენჯიხის საკრებულოსაც ოპოზიციონერმა უხელმძღვანელოს, გახარიას პარტიის მხარდაჭერაა საჭირო.

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ სხდომის წინა დღეს საგანგებოდ მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს.  მისი თქმით, წალენჯიხაშიც ძალაშია ნიკა მელიას შეთავაზება.

აღნიშნული შეთავაზება იმაში მდგომარეობს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თუ „ოცნებისკენ“ არ გადავა, ნაციონალები საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მათ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.

“მივმართავ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, თქვენ დგახართ არჩევანის წინაშე ან მხარს უჭერთ „ოცნებას“ და ამით მხარს უჭერთ კორუფციას და ჭაობში ყოფნას, ან ხართ ჩვენს მხარეს და მხარს უჭერთ წალენჯიხის ნათელ მომავალს.

 

https://youtu.be/b05RbMgpqBI

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს არ აპატია ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული კომისიის შექმნა
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა:წალენჯიხის ბიუჯეტი არასოდეს იქნება ერთპარტიული ის იქნება ხალხის ბიუჯეტი