გია ხარჩილავა:წალენჯიხის ბიუჯეტი არასოდეს იქნება ერთპარტიული ის იქნება ხალხის ბიუჯეტი

10 დეკემბერს წალენჯიხის მერიამ წალენჯიხის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უნდა წარუდგინოს. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით წალენჯიხაში ძველმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი არ დაამტკიცა. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციონერ მერს უკან დაუბრუნეს და სთხოვეს, 10 დეკემბრამდე შეეტანა მასში ცვლილებები.

ცვლილებები ბიუჯეტში შეტანილია და ეს ცვლილებები მართლა შეცვლის ვითარებას წალენჯიხაში. ამისთვის საჭიროა საკრებულომ ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭიროს.

როგორც გია ხარჩილავა ამბობს, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ბიუჯეტი იყო ნეპოტისტური და კორუფციული.

-ამ ბიუჯეტის მიხედვით პარტიულ ჩინოსნებს 1000-1500 ლარით ეზრდებოდა ხელფასი. ესენი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდნენ. ასე ზრდიდნენ თავიანთ ხელფასს მაშინ, როცა ბაგა-ბაღების აღმზრდელებს, კომუნალური სფეროს მუშაკებს 280-დან 300 ლარამდე აქვთ ხელფასი, ეს უსამართლობაა, -აცხადებს ხარჩილავა.

მისი თქმითვე, 2022 წლის ბიუჯეტის თანახმად წალენჯიხის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც უნდა გაზრდილიყო.

– მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები 4500 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. მთელი 2000 ლარით იზრდებოდა ხელფასი. მე ხელფასის გაზრდაზე უარი ვთქვი. არც სხვა ჩინოსნებს გაეზრდებათ ხელფასი, ამაზე განკუთვნილი თანხა სხვა მიმართულებით წავა, -აღნიშნავს წალენჯიხის მერი.

გია ხარჩილავას თქმით, ბიუჯეტის ასეთი გადანაწილება მნიშვნელოვნად შეცვლის სოციალურ ფონს წალენჯიხაში.

– ჩვენ ვაპირებთ კეთილდღეობის გადანაწილებას, იმ ადამიანებზე რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, რომლებიც ქუჩაში გვიან და სიცივეში გათოშილები ქალაქს ემსახურებიან და საერთოდ იმ ადამიანებზე ვისზეც დგას მუნიციპალიტეტი, – ასეთია ოპოზიციონერი მერის პოზიცია.

https://youtu.be/b05RbMgpqBI

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა გახარიას პარტიას: თქვენ ახლა დგახართ სერიოზული არჩევანის წინაშე, ან ჭაობი, ან წალენჯიხის ნათელი მომავალი
შემდეგი სტატიავოლსკი: არის პრემიერმინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც უნდა დავიცვათ