გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, „მაესტროს“ თანამშრომლები მუშაობას უახლოეს ხანში განაახლებენ

ტელეკომპნია „მაესტროს“ 55-პროცენტიანი წილის მფლობელი გია გაჩეჩლაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები მუშაობას უახლოეს ხანში განაახლებენ.

გაჩეჩილაძე თანამშრომლებს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეთანხდნენ, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ხვალ გაიმართება პარტნიორთა კრება, სადაც ტელეკომპანიის ახალი დირექტორი დაინიშნება.

„ვადასტურებ, რომ ყველაზე რეალური კანდიდატია ზურაბ ნაყეური“,-აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: უმრავლესობის არსებობა პარლამენტში ისევ გრძელდება, ამას რაიმე საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა