გია გაჩეჩილაძე : უმჯობესია, გუნდის მთლიანობა შენარჩუნებული იყოს, მაგრამ ვისაც წასვლის სურვილი აქვს, ძალით ვერ დააკავებ

უმჯობესია, გუნდის მთლიანობა შენარჩუნებული იყოს, მაგრამ ვისაც წასვლის სურვილი აქვს, ძალით ვერ დააკავებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე მოსამართლეების საკითხზე შესაძლოა, საერთო ენა გამოინახოს.

„ადრეც ხომ იყო ასეთი დაძაბულობა და პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით ამის მოგვარება შესაძლებელი გახდა. დღევანდელ სხდომაზე საუბარი იქნება ყველაფერზე, მათ შორის მომავალი პარლამენტის სხდომების დღის წესრიგზე და სასამართლო სისტემაზე. გააჩნია რომელ მოსამართლეებზეა საუბარი. ახლა, რომ დაკრა ფეხი და ყველა მოსამართლე გაყარო, ასეთი რამე შეუძლებელია. 10-კაციან სიაში მყოფმა მოსამართლეებმა უარი თავად თქვეს. ამიტომ სხვა სიის შემოტანას ველოდებით“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : შემოგვაქვს სისტემა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში