გია გაჩეჩილაძე – ბაჩო კიკაბიძეს “მაესტროს” სახელის გამოყენების უფლება არ აქვს

ბაჩო კიკაბიძის ტელევიზია “მაესტროს” სახელით ვერ იფუნქციონირებს, ამის უფლება არ აქვს, – ამის შესახებ “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ბაჩო კიკაბიძის მიერ გაკეთებულ შესაბამის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, “მაესტროს” სახელის გამოყენებისთვის ყველა დამფუძნებლის თანხმობაა საჭირო.

“სასამართლოში გვაქვს საჩივარი შეტანილი და არა აქვს არანაირი უფლება ბაჩო კიკაბიძეს გაიტანოს სახელი და იფუნქციონიროს სხვაგან, თუ ყველა დამფუძნებელი არ იქნება ამის მომხრე”, -განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება შენობას და აპარატურას, მისი თქმით, “არაფერში პრობლემა არ იქნება”.

“არ იქნება გაგრძელებული შენობის იჯარა, იქნება სხვა შენობაც”, -აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

“მაესტროს” სახელით მაუწყებლობას რამდენიმე დღეში ახალი ტელევიზია დაიწყებს. ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია კიკაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაში„პედაგოგთა გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, უკეთესის მოლოდინი არ იყო“
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა