გია გაჩეჩილაძე – არ მომხდარა ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, არ მჯერა ვახო სანაიასი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს “ფორმულას” ჟურნალისზტე, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესი უნდა გაიმართოს გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი” მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მისი თქმით, 2 000-მდე ხელმოწერა მიიტანა, რათა თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ.

“თქვენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან, ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში, ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე შეუძლიათ ადამიანებს ყველა საქმე, გარეთ ელოდებიან ადამიანები გამოძიებას.

მე არ ვიცი თავდასხმა მოხდა, არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, მე არ მეჯრა ვახო სანაიასი, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და თუ შეიძლება დამაცადეთ რომ მივიდეს გამოძიება ბოლომდე. ესეთი ფორმით კითხვების დასმა ძალადობაა, მე სხვაანირად აღვიქვამ მოვლენებს, თქვენ სხვანაირად, ხომ შეგიძლიათ დამანებოთ თავი?!”, – თქვა გია გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – შეგვიძლია, ევროკავშირის კარი გავაღოთ, მაგრამ საქართველომ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიასამადაშვილი – კარგი იქნება, ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე გათავისუფლდეს