ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – შეგვიძლია, ევროკავშირის კარი გავაღოთ, მაგრამ საქართველომ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის შეფასებით, ქართველ პოლიტიკოსებზე დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პროცესი.

მინისტრის თქმით, მან მხარეების პოზიციები მოისმინა და გაიგო, თუ რას ფიქრობენ.

„ეს შეთანხება შემოთავაზებული იყო ევროკავშირის მიერ, თუმცა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ქართული მხარე. ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ამ შეთანხმების განხორციელება. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ, რომ ჩამოვსულიყავი, მომესმინა ყველა მხარისთვის და შევეცადე, გამეგო, რას ფიქრობენ ისინი, რა ეტაპზე იმყოფებიან პოლიტიკური მხარეები“, – განაცხადა ლანდსბერგმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ გაუწევს მონიტორინგს ლიეტუვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტივას შეუძლია კარისკენ გაუძღვეს საქართველოს.

„ჩვენი გამოცდილებიდან შეგვიძლია იმის თქმა, რომ შეგვიძლია გავაღოთ კარი, შეგვიძლია გავუძღვეთ ამ კარისკენ, მაგრამ საქართველო არის ის მხარე, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყეტილება, რომ შევიდეს ამ კარით. მთელი რიგი მონიტორინგის მექანიზმების გამოყენება შეიძლება, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური საელჩო თბილისში. მე ვიქნები ყოველთვის ხაზზე თუ ამის საჭიროება იქნება. მე შემიძლია კვლავ დაბრუნდე თქვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მინისტრმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშილანდსბერგისი – კარგი იქნება, თუ მელია განიხილავს იმ გარანტიებს, რაც შემოთავაზებულია ევროკავშირის პარტნიორების მიერ
შემდეგი სტატიაგია გაჩეჩილაძე – არ მომხდარა ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, არ მჯერა ვახო სანაიასი