სამადაშვილი – კარგი იქნება, ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე გათავისუფლდეს

„მე მიმაჩნია, რომ ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს, მე ვისურვებდი, ის გათავისუფლდეს ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე. არ ვიცი სასამართლო რამდენი ხნით გადაიდო, თუ „ქართული ოცნება“ აპირებს დამატებითი ნაბიჯები გადადგას, რომ გადადებულ სასამართლო პროცესზე გამოიყენოს ხელისუფლების ხელში არსებული ბერკეტები ნიკას გასათავისუფლებლად, ეს ვფიქრობ მხოლოდ მიეხმარება შეთანხმების შესრულებას და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას პროცესის გადადებას გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშიგია გაჩეჩილაძე – არ მომხდარა ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, არ მჯერა ვახო სანაიასი
შემდეგი სტატიაგაბრიელიუს ლანდსბერგისი – ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებებს ნატოსკენ