ღუდუშაური – სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ ჩამოდის აქ, ყველას კარგად გვახსოვს, ხან ღრუბლებით, ხან ზღვით როგორ მოდიოდა

არც ჩვენთვის და არც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო არ არის, რას იტყვის მატყუარა, გაკოტრებული პოლიტიკოსი, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისათვის განცხადების გაკეთების დაანონსებას.

ღუდუშაურის თქმით, არსად ჩამომსვლელი სააკაშვილი არ არის.

„მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა კომიკურ, ცრუპენტელა ყოფილ პოლიტიკოსად. არ შეიძლება რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ყველას კარგად გვახსოვს, სააკაშვილი ხან ღრუბლებით, ხან ზღვით როგორ მოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ ჩამოდის აქ. არსად ჩამომსვლელი ის არ არის, ჩამომსვლელი რომ იყოს, არ გაიქცეოდა და საკუთარი ქვეყნის პასპორტს არ მიაგდებდა,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა
შემდეგი სტატიაქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 84 პაციენტია მოთავსებული