„ღარიბაშვილის განცხადება მოკლებულია აზრს და ლოგიკას, ის გააკეთებს იმას რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ივანიშვილი“ – ლაშა დამენია

„ეს ყველაფერი არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის აქტივობასა და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე.” – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ლაშა დამენია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
“ღარიბაშვილი საქართველოშიც კი არ არის ის ფიგურა, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ამიტომ მისი ნათქვამი, რომ პლანეტის ნებისმიერი ადამიანი, რომ ჩამოვიდეს მასზე არ იქნება ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული მოკლებულია აზრს და ლოგიკას, ღარიბაშვილი გააკეთებს იმას რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ივანიშვილი და ეს ყველაფერი არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის აქტივობასა და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე” – განაცხადა დამენიამ

banner
წინა სტატიაშიმეორე ტურში ყველას მოვუწოდებთ, რომ მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ. არცერთი ხმა ქართულ ოცნებას – სერგო ჩიხლაძე
შემდეგი სტატია„ყველამ, ვინც ოპოზიციაშია და არა გარიგებაში ივანიშვილის რეჟიმთან, მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს უნდა დაუჭიროს“ – გიგი წერეთელი