ღარიბაშვილი: პანდემიით გამოწვეულ უმწვავეს პრობლემებს დაემატა ხელოვნურად შექმნილი, ე.წ. პოლიტიკური კრიზისიც

პარლამეტში საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენა დაიწყო. როგორც მან სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა, ამ ქვეყნის შემთხვევაში, პანდემიას თან ერთვოდა ხელოვნურად შექმნილი კრიზისიც.


„ბოლო ერთი წელი, ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგოც მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო. რაც ყველაზე სამწუხაროა, გლობალურმა პანდემიამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდა ჰუმანიტარულისა, პანდემიამ გამოიწვია გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეც რთულად აისახა. ჩვენი საზოგადოებისთის, უმწვავეს პრობლემებს დაემატა ხელოვნურად შექმნილი, ე.წ. პოლიტიკური კრიზისიც და მე სწორედ ამ რთულ პირობებში, სამიოდე თვის წინ, დამეკისრა ეს მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა“,
– აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: პანდემიით გამოწვეულ უმწვავეს პრობლემებს დაემატა ხელოვნურად შექმნილი, ე.წ. პოლიტიკური კრიზისიც
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა სულ ახალხან ჩემი შუამავლობით და ამერიკის თანადგომით სომხეთ – აზერბაიჯანის შეთანხმება