ღარიბაშვილი – ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები

Roulette wheel

ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფინანსთა მინისტრს უკვე ჰქონდა კონსულტაციები პარლამენტთან.

„ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, ბატონ ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი-2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული
შემდეგი სტატიათიბისი ინოვაციურ პროექტს – ESG ელჩს წყებს