ღარიბაშვილი – ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მედიის წარმომადგენელია ის, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში

მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მედიის წარმომადგენელია ის, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.

„მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით, ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენ ახლა მთავარი დღის წესრიგი გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა