ღარიბაშვილი – მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა, ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია

იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია.

„პატიმარზე საუბარს არ ვაპირებ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს. იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ, არამედ იქ პატიმრებისთვის არის სრული კომფორტი შექმნილი ნორმალური პირობები, შესანიშნავი კვება. ასე, რომ არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს. მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია“, – განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა მოახერხა ყველა ქვეყნისგან პირობის მიღება, რომ ისინი ბირთვულ ომს არასოდეს დაიწყებენ, ის ამაში ჩემპიონია – ლავროვი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – „ბორჯომის“ მესაკუთრე სანქცირებულია და აქტიურად ვმუშაობთ, ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას, დღეს არ მინდა დეტალებზე საუბარი